ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲡᲐᲮᲚᲘ GEFF-ᲘᲡ A ᲙᲚᲐᲡᲘᲡ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲗ — ᲜᲐᲛᲐᲘ ᲕᲐᲙᲔ
ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲡᲐᲮᲚᲘ GEFF-ᲘᲡ A ᲙᲚᲐᲡᲘᲡ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲗ — ᲜᲐᲛᲐᲘ ᲕᲐᲙᲔ
როგორ ითარგმნება ეს ხარისხის დოკუმენტი ყოფით ცხოვრებაში და რა გარანტიას აძლევს იგი ჩვენს არსებულ და მომავალ მაცხოვრებლებს, ამის თაობაზე, EBRD*-ის ენერგოეფექტური ინვესტიციების ხელშემწყობი პროგრამის — GEFF-ის ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელს, გიორგი ზურაშვილს გავესაუბრეთ.
(*EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი)
ბატონო გიორგი, პირველ რიგში, განგვიმარტეთ — რას გულისხმობს GEFF-ის ხარისხის დოკუმენტი?
GEFF-ს, როგორც ენერგოეფექტური პროექტების დამფინანსებელს, აქვს მთელი რიგი პუნქტები, რომელსაც საცხოვრებელი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს, ეს EBRD-ის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებია.
სწორედ მათ საფუძველზე განისაზღვრება ესა თუ ის პროექტი A კლასის ხარისხს აკმაყოფილებს თუ B-ს, C-ს და D-ს შემთხვევაში ხარისხის დოკუმენტს საერთოდ არ გავცემთ. GEFF-ის პორტფელში საკმაოდ ბევრი საინტერესო ორგანიზაციაა, მაგრამ ნამაი მისი მშენებლობის ხარისხითა და გამოყენებული ტექნოლოგიებით, იმდენად გამორჩეული იყო, რომ პირველი აღმოჩნდა ქართულ ბაზარზე, ვინც A კლასის ხარისხი მოიპოვა.
რას ნიშნავს, როდესაც შენობა A კლასის საფეხურს აკმაყოფილებს?
წარმოიდგინეთ, შედიხართ ტექნიკის მაღაზიაში და გხვდებათ სხვადასხვა ხარისხის მაცივარი, თქვენ ხედავთ ფერთა სპექტრით გამოსახულ საფეხურებს, ისევე, როგორც GEFF-ის ხარისხის დოკუმენტში, A კლასი, B, C.. განსხვავება არა მარტო ხარისხსა და ვიზუალშია, არამედ იმაშიც, რომ A კატეგორია ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს — რაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს შენობა, მით მაღალია GEFF-ის კლასის საფეხური. ნამაი ვაკე, როგორც A კლასის ენერგოეფექტური შენობა, 1 კვადრატულ მეტრზე, მოიხმარს მაქსიმუმ 100 კილოვატ-საათ ენერგიას წელიწადში, როცა სხვა სტანდარტული კორპუსი, საშუალო სტატისტიკური დაშვების დონეზე, შესაძლოა მოიხმარდეს, 300-400-მდე კილოვატ-საათს წელიწადში.
ჩვენი შეფასებით, ე.წ. მწვანე შენობას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 20%-ით ნაკლები ენერგიის მოხმარება, ვიდრე სხვა სტანდარტულ შენობებს, რაც უფრო იზრდება პროცენტულობა — ხარისხიც იმატებს.
ამ მხრივ, ნამაი ვაკე აკმაყოფილებს ჩვენ ენერგოეფექტურობის უმაღლესი სტანდარტის ყველა პუნქტს.
რა რეალური უპირატესობით სარგებლობს მაცხოვრებელი, როდესაც ცხოვრობს A კლასის შენობაში?
ენერგიის წყაროს ტარიფები მუდმივად იზრდება, ეს გლობალური პროცესია, მაცხოვრებლებისთვის კი — დისკომფორტი. რაც უფრო ენერგოეფექტურია შენობა, რაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, მით უფრო კომფორტულია მასში ცხოვრება — მარტივია.
მაცხოვრებლებისთვის ეს არის შემცირებული ყოველთვიური გადასახადი გაზსა და ელექტროენერგიაზე. გარდა ამისა, არსებობს არა მხოლოდ პირადი, არამედ საერთო სივრცეების მოხმარების ხარჯი, გააჩნია რით მარაგდება ლიფტები, საერთო ფართის განათება როგორ ხდება და ა.შ. ნამაიში მაცხოვრებელი ამ ხარჯებისგან თავისუფალია.
და არა მარტო, A კლასის პრივილეგია მხოლოდ გადასახადებს არ გულისხმობს:
წარმოიდგინეთ, თუ თქვენს სახლს ზაფხულში არ სჭირდება კონდიციონერით გაგრილება და ზამთარშიც სითბო მაქსიმალურად შენარჩუნებულია, რა გამოდის? ერთი ის, რომ ხარჯი ნაკლებია, მაგრამ მეორე, რომ საჭიროებაც ნაკლებია.
“ ნამაი მისი მშენებლობის ხარისხითა და გამოყენებული ტექნოლოგიებით, იმდენად გამორჩეული იყო, რომ პირველი აღმოჩნდა ქართულ ბაზარზე, ვინც A კლასის ხარისხი მოიპოვა."
რის მიხედვით ადგენთ ხარისხს?
ძირითადად ყურადღება ექცევა ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა:
○გარე კედლების თბოგამტარობა, ე.წ. თბოიზოლაცია — რამდენად კარგად არის შეფუთული შენობა;
○კარ-ფანჯრის თბოგამტარობა — რამდენად კარგი ხარისხის კარ-ფანჯარაა გამოყენებული მშენებლობის დროს;
○საერთო მოხმარების სივრცეების შენახვა — განათება, ელექტროენერგია, ლიფტი;
○გათბობა-გაგრილების სისტემები — აუცილებელია შენობას ჰქონდეს ცენტრალური სისტემა;
○განახლებადი ენერგიის გამოყენება: მზის პანელები;
○წყლის მოხმარება — რა რაოდენობის წყალს მოიხმარს შენობა და რამდენად ეფექტურად, როგორი სარწყავი სისტემა აქვს;
როგორ აისახება ნამაი ვაკეს ენერგოეფექტურობა გარემოზე?
ნამაი ვაკეს შენობა წელიწადში დაახლოებით 300 ტონამდე CO2-ის არ გამოყოფას უწყობს ხელს. რაც ამ დროისთვის საქართველოში საუკეთესო მაჩვენებელია.
იდეაც სწორედ ეს არის, გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა შეგვიძლია ნაკლები ენერგიის მოხმარებით, რაც ნაკლები CO2-ის გამოყოფის ტოლფასია. ნამაი ვაკეს პროექტი, საქართველოში არსებულ სტანდარტებთან შედარებით, დაახლოებით 1500 მეგავატ/საათ ენერგიით ნაკლებს მოიხმარს წელიწადში, ვიდრე იგივე ზომის სხვა შენობა.
გლობალურ მასშტაბში ერთი კორპუსი გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ასეთი პროექტებით იკვრება დიდი სურათი და ქართულ სამშენებლო სექტორს გეზი სწორედ ამ მიმართულებით უნდა ეჭიროს.
ის, რომ ნამაი ვაკე დაფინანსებულია GEFF-ის მიერ, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს მის მაღალ ენერგოეფექტურობაზე?
რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი შეფასების სტანდარტები, რომელიც საკმაოდ მაღალია. ბევრი კომპანია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებდა. ჩვენ საკმაოდ კარგი პორტფელი გვაქვს ენერგოეფექტური შენობების ფინანსირებაში, მაგრამ ნამაი გამორჩეულად კარგი ხარისხის დეველოპერი აღმოჩნდა, A კლასის ხარისხის დოკუმენტი, უბრალოდ ამ ფაქტის ფიზიკური დადასტურებაა.
დღეს, საქართველოში ნამაი ვაკე პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც GEFF-ის A კლასის ხარისხი მიენიჭა.