ნამაი ვაკეს შესახებ

"ნამაი ვაკე" ჩვენთვის სრულიად ახალი თავგადასავალი აღმოჩნდა. მიზნად დავისახეთ, საცხოვრებელი კომპლექსი ტრადიციული და თანამედროვე სტილის გაერთიანებით შეგვექმნა.
ხელწერა

გამორჩეული
სტილი

გამორჩეული ხელწერა

ნამაი ვაკეს იდეა დასაწყისშივე ითვალისწინებდა მაცხოვრებლებისთვის სრულიად ახლებური საცხოვრებელი კომპლექსის შეთავაზებას, რომელიც აშენდებოდა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით, ევროპის მოწინავე ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, იქნებოდა მაქსიმალურად ენერგოეფექტური, ფუნქციური და შეუიარაღებელი თვალისთვისაც გამორჩეული, ყველასგან განსხვავებული საცხოვრებელი კომპლექსი, ევროპული ყოველდღიურობის ელემენტებით.

ბინები

იდეალური
ადგილმდებარეობა

ნამაი ვაკე მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ზემო ვაკის ტერიტორიაზე, შენარჩუნებულ გამწვანებულ ზონაში, სადაც ქალაქის ხმაური არ აღწევს, მაგრამ ყველა საჭირო დაწესებულება, სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო და ბიზნეს-ცენტრები ავტომობილით რამდენიმე წუთის სავალზეა.

კომპლექსი განლაგებულია ხეობაში, რაც მის განსხვავებულ კლიმატს განაპირობებს. საცხოვრებელი სახლების ერთი ნაწილი გადაჰყურებს ხეობას, მეორე კი — თბილისს.

ნამაი ვაკეს ორი შესასვლელი აქვს – ღოღობერიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია როგორც ჯაფარიძის, ისე ჟვანიას ქუჩების გავლით. როდესაც გზის დასასრულს, შუა ქალაქიდან მოულოდნელად შეცვლილ ხედს და ოაზისივით გამწვანებულ სივრცეს შეამჩნევთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნამაიში.

ბინები
ადგილმდებარეობა
არქიტექტურა

არქიტექტურა

არქიტექტურა ქმნის განწყობას, სწორედ ამიტომ ნამაი ვაკეს დაბალსართულიანი შენობები ხასიათდება ფართო ფანჯრებით, გამწვანებული ტერასებითა და აივნებით, რათა მაცხოვრებლებს ბუნებასთან სიახლოვის და სიმშვიდის განცდა ჰქონდეთ.

კორპუსების განსხვავებული სიმაღლეები თითქოს მიწის რელიეფს ერწყმის და ბუნებრივად უერთდება ხეობას. სიმწვანეში ჩაფლული დახურული ეზო მრავალფეროვანი მცენარეებით კორპუსებს შორის არის მოქცეული, რაც დამატებით, დაცულ და ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის.

ბინები

ტერასები და
აივნები

ნამაი ვაკე ქართული სახლისა და ევროპული ყოველდღიურობის ნაზავია, სწორედ ამიტომ აქ ძველი თბილისური და თანამედროვე ევროპული დიზაინის სახასიათო და გამორჩეულ დეტალებს შეხვდებით.

აივნის იდეას, როგორც თბილისური არქიტექტურის განუყოფელ ნაწილს და მეზობლებს შორის ურთიერთობისა და სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს, ახალი სული ევროპული აქცენტებით შევძინეთ. აქ ვერ ნახავთ სახლს, რომელსაც არ აქვს ფართო ტერასა ან აივანი, ნათელი და მწვანე ღია სივრცე — დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

ბინები
აივნები
სტანდარტი

ნამაი
სტანდარტი

ᲜᲐᲛᲐᲘ ᲕᲐᲙᲔᲛ საფუძველი ჩაუყარა ნამაი სტანდარტს, რომელიც არის ჩვენი ჩაბარების პირობა და გულისხმობს სახლის მაცხოვრებლისთვის ისეთ მდგომარეობაში და ისეთი ხარისხით გადაცემას, როგორიც მისი ევროპული ცხოვრების დასაწყისს შეეფერება.

ენერგოეფექტური მასალებით, ინოვაციური ინჟინრული გადაწყვეტილებებით, თანამედროვე არქიტექტურითა და ევროპისთვის დამახასიათებელი ყოველდღიურობის სერვისის ელემენტებით — ნამაი სტანდარტი სრულყოფილ სახეს სამი ძირითადი კომპონენტის დამსახურებით იძენს: ჩვენი უკომპრომისო პროექტული გადაწყვეტილებებით, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებითა და მშენებლობის პროცესის მკაცრი მეთვალყურეობით.

ბინები

ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!

ჩვენ გვაქვს ხარისხის მოდელი, რომელიც სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: პროექტული გადაწყვეტილებები, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და მშენებლობის პროცესის ხარისხი.

ექსტერიერი
გარეთა კედელი პემზის ბლოკი (200 მმ), ახალი თაობის საიზოლაციო მასალა Unilin PIR 80 მმ (ეფექტურობა მსგავსია 150 მმ Rockwoll ქვის ბამბის) ფასადი კლინკერის ფილები, ქვის მასის ფილები, მაღალი ხარისხის სითბური დამუშავების ხე ავტოსადგომი ორდონიანო ავტოსადგომი, ბინის ფასში შედის 1,2 ან 3 ადგილი ავტოსადგომზე და საწყობი სახურავი ბრტყელი, კომბინირებული, წყალგაუმტარი. სახურავი დათბუნებულია Unilin PIR მასალებით, B კლასის შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკური სართული B კორპუსის ტექნიკურ სართულზე არის საქვაბე ოთახი, რომელიც სითბოს აწვდის მთელ კომპლექსს მზის ელექტროსადგური კორპუსის სახურავებზე დამონტაჟებული მზის პანელები გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას კომპლექსში არსებული საერთო სივრცეებისთვის ეზოს განათება LED განათება ტერასების/აივნების განათება კედლის დეკორატიული განათება, ფასადის განათება, LED განათება ეზოს მოპირკეთება ფილებით მოპირკეთებული ბილიკები კომპლექსის ტერიტორიაზე და კომპლექსთან ახლოს მდებარე ქუჩაზე მწვანე ფართები ეზოს გამწვანება, გაზონი, ავტომატური სარწყავი სისტემა მცენარეებისთვის სპორტ დარბაზი კომპლექსურად აღჭურვილი ფუნქციური სავარჯიშო დარბაზი კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის, ბავშვებისთვის სპორტული მინი ზონის ჩათვლით. შემოსასვლელი კარები სადარბაზოს კარები - ლითონის, ალუმინის და ხის კომბინირებული, შესვლის ავტომატური კონტროლის სისტემა. აივნები და ტერასები აივნებისა და ტერასების იატაკები აღჭურვილია ჰიდროიზოლაციით ბუნებრივი, სითბური დამუშავებული ხის საფარით აივნები და ტერასები ლითონის მოაჯირები ხის სახელურებით, LED განათებით აივნები და ტერასები ბეტონის ვაზონები, მასში დარგული დეკორატიული მცენარეებით ფანჯრები მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრები Reyners პროფილისგან. ორმაგი მინის ფანჯრები, მზის შუქის კონტროლით (მინა - Saint-Goben/Piklington). საცურაო აუზი ინდივიდუალური საცურაო აუზები განსაკუთრებული ბინებისთვის.
ინტერიერი
ფანჯრები მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრები Reyners პროფილისგან. ორმაგი მინის ფანჯრები, მზის შუქის კონტროლით (მინა - Saint-Goben/Piklington). ჭერი ბინებში ჭერის სიმაღლეა 3.20 - 3.65 მ ბინის კარები ერთჯერადი უსაფრთხო, მრავალ ფენით, ხმის საიზოლაციო შემავსებლით, 2 საკეტი, ფართო კუთხის კარების პეფილო. მოპირკეთება - ხის იმიტაცია, კონსოლი ჭერამდე ვენტილაციის სისტემა თითოეული ბინა აღჭურვილია სააბაზანო ოთახების ცალკეული სავენტილაციო სადინრებით, ასევე ცალკე არხი სამზარეულოს გამწოვისთვის იატაკი ბინებში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობა. იატაკი დაფარულია ცემენტის გამასწორებელი ფენით და ხმის იზოლაციით. სველი წერტილები აღჭურვილია ჰიდროიზოლაციით ბინებსშორისი კედლები ბინებს შორის კედლები - 250 მმ - 2 ფენა 100 მმ ბეტონის ბლოკით, მათ შორის ხმის საიზოლაციო მასალა (ფენა 50 მმ). ზედაპირები შელესილია, გამზადებულია შესაღებად. შიდა კედლები და ტიხრები ინტერიერის ტიხრები - 100 მმ-იანი ბეტონის ბლოკი, შელესილი ზედაპირი, გამზადებულია შესაღებად გადახურვები და ჭერი მონოლითური რკინაბეტონის გადახურვა, ჭერი შელესილია, გამზადებულია შესაღებად. გათბობის სისტემა კომპლექსი აღჭურვილია ცენტრალური გაზით გათბობის სისტემით. თითოეულ ბინას აქვს სრულად ფუნქციონალური იატაკის გათბობის სისტემა, რომლის ტემპერატურის მაკონტროლებელიც არის თითოეული ოთახში. გათბობის აღრიცხვა - ინდივიდუალურია თითოეული ბინისთვის. გაგრილების სისტემა ცენტრალური ჰაერის გაგრილების სისტემა ინდივიდუალური აღრიცხვით. მყიდველი მიიღებს სრულფასოვანი ფუნქციონირების გაგრილების სისტემას უმაღლესი კლასის კონდიციონერების შიდა კორპუსებით. საჰაერო გაგრილების სისტემა ინდივიდუალური აღრიცხვით. მყიდველი მიიღებს სრულად ფუნქციონირებულ გაგრილების სისტემას უმაღლესი კლასის კონდიციონერების შიდა ბლოკებით ელექტროქსელები ელექტრო გაყვანილობა პროექტში ინტერიერისთვის გათვალისწინებულია სამუშაო ადგილებამდე. შელესვის ქვეშა სადინარები და როზეტებისა და ამომრთველების სამონტაჟო ყუთები დაბალი დენები ყველა სისტემა დაკავშირებულია წერტილებთან: ტელევიზია, ინტერნეტი, ტელეფონი, ინტერკომი აღჭურვილია სტუმრის დასაკავშირებლად და ტერიტორიის შესასვლელი კარებისა და გარე კარიბჭეების გასახსნელად კლიმატკონტროლი ტემპერატურის კონტროლის სისტემები დამონტაჟებულია თითოეულ ოთახში ელექტროქურები ეკოლოგიური, სწრაფი და ეკონომიური სამზარეულოს ვარიანტი - მაცხოვრებლები საჩუქრად მიიღებენ ელექტრო ინდუქციურ ქურას. აივნები და ტერასები აივნებისა და ტერასების იატაკები აღჭურვილია ჰიდროიზოლაციით და ბუნებრივი, სითბური დამუშავებული ხის საფარით აივნები და ტერასები ლითონის მოაჯირები ხის სახელურებით შიგნით, LED განათებით აივნები და ტერასები ბეტონის ვაზონები მასში დარგული დეკორატიული მცენარეებით გარეთა კედელი პემზის ბლოკი (200 მმ), ახალი თაობის საიზოლაციო მასალა Unilin PIR 80 მმ (ეფექტურობა მსგავსია 150 მმ Rockwoll ქვის ბამბის)

ენერგოეფექტური
სახლი

ნამაი ვაკე საქართველოში პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც GEFF-ის A კლასის ხარისხი მიენიჭა.

კომპლექსის ენერგოეფექტურობას განსაზღვრავს:

- თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული, თერმულად დაცული კედლები/სახურავები — UTHERM Wall PIR L;

-მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრები Reynaers პროფილისგან. ორმაგი მინის ფანჯრები, მზისგან დამცავი სისტემით (მინა - Saint-Goben/Piklington);

-ცენტრალიზებული, იატაკქვეშა გათბობის და გაგრილების სისტემა, ინდივიდუალური რეგულირების სისტემით და მრიცხველით;

-მზის ელექტრო სადგური, რომელიც კომპლექსის საერთო სივრცეებს ელექტროენერგიით ამარაგებს;

ნამაი ვაკე, სხვა კორპუსებთან შედარებით, წელიწადში მოიხმარს 3-4-ჯერ ნაკლებ კილოვატ-საათ ენერგიას, რაც ითარგმნება გაზსა და ელექტროენერგიაზე ყოველთვიურად შემცირებულ გადასახადში.

ენერგია

განსაკუთრებული ადგილმდებარეობა

ნამაი ვაკე ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს მდებარეობს.

კატეგორიები

დამატებითი უპირატესობები

  • „ნამაი ვაკეს“ ბინის ფასში შედის 1, 2 ან 3 ადგილი ავტოსადგომზე და საწყობი
  • ცალკე ავტოსადგომი მოეწყო კომპლექსის სტუმრებისთვის
  • სურვილის შემთხვევაში ავტოსადგომზე დამონტაჟდება ინდივიდუალური დამტენები ელექტრო ავტომობილებისთვის
  • კომპლექსი უზრუნველყოფილია დაცვით, დალაგებისა და ტექნიკური მომსახურებით. შიდა გამწვანებაზე პროფესიონალი მებაღეები იზრუნებენ
  • „ნამაი ვაკეს“ მაცხოვრებლებს სახლში დახვდებათ თანამედროვე, ენერგოეფექტური ინდუქციური ელექტრო ქურა სამზარეულოსთვის

ჩვენი პარტნიორები

ნამაი ევროპულ გარემოს ქმნის არა მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის, არამედ დასაქმებულებისთვის და პარტნიორებისთვის.

საცხოვრებელი კომპლექსის აშენება, რომელიც ადამიანების სახლი უნდა გახდეს, დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით, როდესაც პრიორიტეტი ხარისხს და ევროპულ სტანდარტს ენიჭება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სანდო, მაღალი ხარისხის სერვისის მქონე კომპანიებთან და ბრენდებთან, რომელთაც თავიანთ დარგში წამყვანი პოზიციები უკავიათ.

დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება