უკან

რა მოყვება შენს ბინას?— ნამაი ვაკეს უპირატესობები

16.12.2021

წარმოიდგინე დილით იღვიძებ, სუფთა ჰაერს შეიგრძნობ, გესმის ჩიტების ჟრიამული, სიმშვიდეა, სახლში ხარ, სადაც ცხოვრების თითოეული მომენტით ტკბები… მოდი, აქ შევჩერდეთ. ეს ყველაფერი ნამაი ვაკეში ნამდვილად დაგხვდება, მაგრამ სანამ იდეალურ ცხოვრებაზე წერას გავაგრძელებდეთ, უფრო გონივრული ხომ არ იქნება, ჯერ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და გავიაზროთ — რა პრაქტიკულ დეტალებს უნდა აერთიანებდეს ბინა, რომელშიც იცხოვრებ და რომელიც შენს რეალურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.  აა, და მერე უკვე, იმ კინოსავით ცხოვრების აღწერასაც დავუბრუნდეთ. 

ყველაფერი რომ იცოდე ნამაის შესახებ და თან, თავიც არ შეგაწყინოთ, მარტივად გიამბობთ თუ რა დაგხვდება ნამაი ვაკეში:

ტერასა


ტერასა, აივანი, ან ვერანდა, რაც არ უნდა დაუძახო, სახლში გადმოსვლისთანავე სრულად მოწყობილი დაგხვდება. მისი იატაკი თერმულად დამუშავებული ხით არის მოპირკეთებული, მოაჯირები მეტალის აქვს, ხის საფარიანი საყრდენით შიდა მხრიდან, სპეციალურ გაზონებში კი მცენარეებია დარგული. და ჰო, მთავარი სათქმელი ბოლოში მოვიტოვეთ, საერთო ტერასაზეა არაა საუბარი, ასეთი აივანი პირადად შენს ბინაში დაგხვდება, შენ კი, ისღა დაგრჩება, ის ავეჯით შენს გემოზე მოაწყო.

მზის პანელები


ასეთი ტიპის კომპლექსებში მომხმარებლები საერთო მოხმარების სივრცეების ათვისებისთვის გარკვეულ საფასურს იხდიან, რაც ლოგიკური და სამართლიანიცაა. თუმცა, რას იტყვი, თუ ამ საფასურის დაზოგვაზე შენ მაგივრად ვიზრუნებთ? სწორედ ამ იდეით, A, C და D კორპუსების სახურავებზე განთავსდება მზის პანელები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს საერთო მოხმარების სივრცეებისთვის, როგორებიცაა: სადარბაზოები, გარე განათებები, ავტოსადგომი და ლიფტი. გარდა იმისა, რომ ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას, ჩვენი მაცხოვრებლები საერთო მოხმარების ელექტროენერგიის ხარჯს მნიშვნელოვნად დაზოგავენ. 

ავტოსადგომი 


“ავტოსადგომს ცალკე ბინის ფასი აქვს?” შეგიძლია გვკითხო, იმიტომ რომ პასუხი მოგეწონება. ჩვენთან თითოეულ ბინას, კვადრატულობის გათვალისწინებით, ერთი, ორი, ან სამი ავტოსადგომი მოჰყვება საჩუქრად. ხოლო, რაც შეეხება სტუმრებს, ისინი ცალკე, ამ მიზნობრიობის ავტოსადგომით ისარგებლებენ. 

იატაკქვეშა გათბობა



ნამაი ვაკეში დამონტაჟებულია კომპანია HERZ-ის - მილები, რომელთა გარანტია 50 წელია, ხოლო ქვაბები ეკუთვნის კომპანია Buderus-ს. ორივე კომპანია ორიენტირებულია ხარისხიანი მასალის წარმოებაზე. იატაკქვეშა გათბობა მოხმარების თვალსაზრისით გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე რადიატორები. მსგავსი ტიპის გათბობის სისტემა სასურველი ტემპერატურის მისაღწევად ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, რაც თავისთავად, პირდაპირპროპორციულად აისახება გაზის ტარიფზეც.

უფრო დეტალურად იატაკქვეშა გათბობის სიკეთეებზე უყურე ვიდეოს — https://bit.ly/3huUB2o 

სავარჯიშო დარბაზი


ცხადია, სავარჯიშო დარბაზიც გვაქვს და აქ ჯანსაღის ცხოვრების წესზე მნიშვნელოვანი (რადგან ეს ისედაც მოიაზრება) არის აღვნიშნოთ, რომ დარბაზი მოიცავს სივრცეს როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის. ეს, იმისთვის, რომ სანამ მაცხოვრებლები ივარჯიშებენ, მათმა პატარებმა გართობა მოახერხონ. 

გამწვანება


გამწვანების საკითხი დღეს მაცხოვრებლისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია და ნამაი ვაკეს მთავარი კონცეფციაც სუფთა ჰაერის გარშემო ტრიალებს.კომპლექსის ეზოში, ტერასასა და აივნებზე დაირგვება 600-მდე ხე-მცენარე, რომელზეც მუდმივად იზრუნებს ჩვენი მებაღე. გარდა ჩვენი გამწვანების გეგმისა, კომპლექსს ერთი მხრიდან აკრავს ტყე.

ნახე როგორი იქნება გამწვანებული ნამაი ვაკე https://bit.ly/3k7XOH5 

ჰაერის რეკუპირატორი


იმისთვის, რომ სუფთა ჰაერი კიდევ უფრო სუფთა ყოფილიყო, ყველა ბინაში დამონტაჟებულია ჰაერის რეკუპირატორი. ამ მოწყობილობას ბინიდან გააქვს ამონასუნთქი ჰაერი და ოთახში სუფთა ჰაერი შემოაქვს, ისე რომ სახლში ტემპერატურა უცვლელი რჩება. ამას გარდა, რეკუპერატორი ჰაერის გაწმენდასთან ერთად, ჰაერის ტენიანობასაც აკონტროლებს. როგორც წესი, გარე ჰაერს უფრო დაბალი ტენიანობა აქვს, ვიდრე შიდას, რეკუპერატორის საშუალებით კი, ჰაერის მუდმივ ცვლილებასთან ერთად ბინაში ტენიანობაც თავისთავად კონტროლდება.
ეს თემა უფრო სიღრმისეულად თუ დაგაინტერესებს, წაიკითხე ჩვენივე ბლოგი - https://bit.ly/3zPerN8

სერვისები


ყველამ ვიცით, რომ კომფორტი დეტალებშია და კონსიერჟის სერვისის არსებობა ნამაიში სწორედ ერთ-ერთი ასეთი დეტალია. კონსიერჟი 24 საათის განმავლობაში მაცხოვრებლების განკარგულებაშია, იგი დახვდება თქვენს სტუმრებს და კომპლექსის ფუნქციურ ნაწილს ჩაიბარებს. თავისთავად ცხადია, რომ სერვისში უსაფრთხოება და დასუფთავებაც შევა, რომლის ხარჯიც გათვალისწინებული იქნება საერთო სივრცის გადასახადში.

სათავსო


რას უპირებ თხილამურებს, ველოსიპედს, ნაძვის ხეს, ზამთრის სანოვაგეს ან სხვა ათას საჭირო და ამავდროულად უსარგებლო ნივთს? ნამაი ვაკეში გადმოსვლისას ავტოსადგომთან ერთად საჩუქრად, მასთან ახლოს არსებულ 4 კვადრატული მეტრის სათავსოსაც დაგხვდება, რას შეინახავ ეგ უკვე შენთვის მოგვინდია.

 

ხმის იზოლაციის სისტემა


სიმშვიდე ფასდაუდებელია. თუ გვეთანხმები, სახლის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ხმის იზოლაციის სისტემების ხარისხი. ნამაი ვაკეში გამოყენებული გვაქვს 

უკარკასო, მინერალური ქვა-ბამბის ფილები. ეს არის 5 სანტიმეტრიანი TechnoNICOL-ის ხმის ჩამხშობი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე მასალა, რომელიც ხმას რამდენჯერმე ამცირებს, კარკასულთან შედარებით, ფართს ზოგავს და ყველა იმ თვისებას ფლობს, რაც ხარისხიან საიზოლაციო ფენას უნდა გააჩნდეს, ესენია: ხმის ჩახშობის კარგი უნარი, არეკვლის თვისება, ჰერმეტულობა, ეკოლოგიურობა, ცეცხლმედეგობა, ვიბრაციების ჩახშობის უნარის მქონე სამაგრები. მაცხოვრებლის ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ჩვენთან მეზობლის ხმაური არასდროს შეგაწუხებს. 

უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარა 


ეს ისეთი საკითხია, შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი მოგეჩვენოს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კარ-ფანჯარა, რომელიც ნამაიში დაგხვდება Raynaers-ის ბრენდისაა და მისი შუშები მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაგიცავს. 

რეალურად, ბინის შეძენისას, გამოყენებული მასალების ხარისხს სათანადო ყურადღება არ ეთმობა, მაშინ როცა მომავალში, ეს საკითხი ჩვენი მშვიდი ცხოვრების ერთ-ერთი წინაპირობა ხდება, რადგან ხარისხი უდრის წლების გამძლეობას. 

აუზი


ყველა, ბავშვებივით აღტაცებაში მოვყავართ იდეას, რომ სახლში აუზი გვექნება. ნამაი ვაკეში გარკვეული ტიპის ბინებს აუზი ინდივიდუალურად, პირად ტერასაზე აქვს და ბუნებისა და ქალაქის პანორამულ ხედს გადაჰყურებს.

ინდუქციური ქურა, კონდიციონერი და ავზი

ყველა ზემოჩამოთვლილ უპირატესობებთან ერთად, ყველა ოთახში დაგხვდება ცენტრალიზებულ გაგრილების სისტემაზე დაერთებული Fujitsu-ს ბრენდის კონდიციონერი, სველ წერტილებში უნიტაზის კედელში ჩაშენებული ავზი  და სამზარეულოში TEKA-ს ბრენდის ინდუქციური ქურა.

უსაფრთხოების დეტალები 

ვფიქრობთ, ნამაი ვაკეს მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ჩვენ უკვე ბევრი ისეთი დეტალი მოგიგვარეთ, რომელზეც ენერგიას, სხვა საცხოვრებლის შემთხვევაში, შენ დახარჯავდი. აი, მაგალითად, ყველა ბინას უკვე აქვს ლიეტუველი მწარმოებლის - Asmodas-ის უმაღლესი ხარისხის კარი, რომელიც ცეცხლგამძლეა და აქვს ხმის ძლიერი იზოლაცია. გარდა ამისა, მეტი დაცულობისა და გამჭირვალობისთვის, ყველა კართან დამონტაჟებულია დამაფონები. 

და ბოლოს, თუ ეს ის პრაქტიკული დეტალებია, რაც სრული იდილიისთვის გჭირდება, შეგვიძლია დავიწყოთ თავიდან: 

წარმოიდგინე დილით იღვიძებ, სუფთა ჰაერს შეიგრძნობ, გესმის ჩიტების ჟრიამული, სიმშვიდეა და სახლში ხარ, სადაც ცხოვრების თითოეული მომენტით ტკბები.

დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება