უკან

5 შეცდომა, რომელიც შეიძლება ინტერიერის ფერების შერჩევისას დავუშვათ

15.01.2020

ინტერიერის დიზაინი უამრავი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. ხშირად წინასწარ წარმოუდგენელია გზადაგზა რამდენი კითხვა შეიძლება გაჩნდეს თუნდაც ყველაზე დაგეგმილი რემონტის პროცესში. ახალ-ახალი ხარჯები, იდეები, ცვლილებები... ასეთ დროს კი დიდი შანსია, შეცდომები დავუშვათ. ხშირად ეს შეცდომები ფერებს უკავშირდება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

1. როცა არ ვითვალისწინებთ განათებას:

სინათლის გარეშე ფერის არსებობა აზრს კარგავს. რთულია სიბნელეში ერთმანეთისგან გავარჩიოთ მუქი ლურჯი და შავი, წითელი და ბორდოსფერი... თუმცა, რამდენადაც შუქი ფერის აღქმის საშუალებას გვაძლევს, იმდენად შეიძლება განათების გამო ნაცრისფერი იისფრად მოგვაჩვენოს, თეთრი კი - კრემისფერად. ამიტომ, სანამ კედლის შეღებვას გადაწყვეტთ, გააკეთეთ პატარა ნიმუში რომელსაც გატესტავთ როგორც დღის შუქზე, ისე ხელოვნურ განათებაზე. თუ ფიქრობთ, რომ კონკრეტული ფერი არ გამოდგება, დაბრუნდით საღებავების მაღაზიაში და სწორი არჩევანის გასაკეთებლად აუხსენით კონსულტანტს, რომელი ტიპის შუქმა შეცვალა ფერი.

2. ერთმანეთთან დაუბალანსებელი ბევრი ფერი

არ არსებობს ოფიციალური ლიმიტი, რამდენი ფერის გამოყენებაა დასაშვები ერთ ოთახში, თუმცა პრინციპი „რაც მეტი, მით უკეთესი“ ამ შემთხვევაში არ ამართლებს. მთავარი ფერებს შორის ბალანსია. თუ ოთახის ინტერიერში რამოდენიმე ფერს იყენებთ, უმჯობესია საღებავები ორ ნაწილად დააჯგუფოთ:  1.ძირითადი ფერები და 2. დამატებითი ფერები, რომლებიც უფრო აქცენტირებულია. როგორც წესი, ინტერიერის ის ელემენტები, რომლებსაც მეორე ჯგუფის ფერები აქვს უმჯობესია მცირე დოზით იყოს წარმოდგენილი. ამ გზით, ეს ფერები ინარჩუნებენ თავდაპირველ დანიშნულებას, იყვნენ შესამჩნევები.


3. „შეუხამე, შეუხამე შეუხამე!“

მეორე უკიდურესობა ყველაფრის ერთმანეთთან ზედმეტად შეხამებაა. რა თქმა უნდა, კონკრეტული ფერთა გამის შექმნა, აუცილებელია ოთახის დიზაინისთვის. მაგრამ საბოლოოდ შესაძლებელია უსულო ინტერიერი მივიღოთ. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? შეიტანეთ ინტერიერში ძალიან მცირე დოზით რაიმე ფერი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს თქვენს შერჩეულ პალიტრასთან.

4. როცა თვალები გიჭრელდება

დარწმუნდით, რომ ფერების საშუალებით „ცარიელ“ ადგილებს ტოვებთ ინტერიერში ან შეიტანეთ დიდი ელემენტები ნეიტრალური ფერებით. სიწყნარე საკუთარი სახლის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

5. როცა არ ითვალისწინებ, რა გინდა იგრძნო

ის, თუ რა ფერებია ბინის დიზაინში, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს განწყობას, რომელიც იქ ყოფნისას გვიჩნდება. თუმცა, კონკრეტული ფერის სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ მოგწონთ ამ ფერის კედლები, ავეჯი, იატაკი და შეგრძნება რომელსაც ისინი ინტერიერში იწვევენ. შესაძლოა, წითელი შენი საყვარელი ფერია, თუმცა არ მოგინდეს წითელ კედლებში დაძინება ან გაღვიძება. მნიშვნელოვანია, განსაზღვრო, რომელ ოთახში რა განწყობის შექმნა გსურს.

აქვე, მოკლედ რამდენიმე ძირითადი ფერის შესახებ: 

წითელი: ზრდის მადას (ამიტომაც აქვს ბევრ რესტორანდ წითელი კედლები). წითელი შავთან ერთად ბრაზს იწვევს.

ნარინჯისფერი: უფრო მეგობრულ ფერად მიიჩნევა, ვიდრე წითელი, რაც მას სასტუმრო ოთახის პალიტრის ნაწილად აქცევს, მაგრამ მაინც სიამაყესა და პატივმოყვარეობაზე მეტყველებს.

ყვითელი: სასურველია ბნელი დერეფნების ან უფრო მცირე ზომის ოთახებისთვის მისი ნათელი სიხარულისთვის.

მწვანე: დასვენების ფერი. ღია მწვანე სასურველია საძინებლებისთვისა და მისაღები ოთახებისთვის.

დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება