უკან

გაიცანი თამარას ნამაი

28.06.2023

           

სახლი მხოლოდ ადგილი არასდროს არის, სახლი შეგრძნებაა და ამ შეგრძნებას ის ადამიანები ქმნიან, ვინც მასში ცხოვრობენ.


ნამაიც ნამდვილ სახლად მაშინ გადაიქცა, როდესაც აქ ჩვენი მაცხოვრებლები დასახლდნენ და თითოეულმა თავისი ცხოვრებით ნამაი ვაკეს ნამდვილი სიცოცხლე შესძინა. 

 თამარას დღე იწყება...

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე არასდროს ჰგავს ხოლმე მეორეს. ყოველდღიური სამსახური, რომელიც ჩემს რუტინას განაპირობებდა, არ მაქვს, ამიტომ ყოველი დღე სხვადასხვანაირია.

ძირითადად ბევრს ვვარჯიშობ, დავდივარ სპორტ დარბაზში (ჩვენთან, ნამაიში) და აკვაერობიკაზე. ჩართული ვარ საქველმოქმედო საქმიანობაში და ვცდილობ შევისწავლო უცხო ენები, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართულია. 

თამარას რიტუალი

როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, პირველ ყავას და საუზმეს ყოველთვის ჩემს აივანზე შევექცევი. 

თამარას საყვარელი ადგილი ნამაიში

ჩემი საყვარელი ადგილი ნამაიში ჩემი აივანია, რომელიც საკმაოდ დიდია და აქედან ფანტასტიკური ხედი იშლება. ქალაქის გარდა, ჩემი აივნიდან ნამაის ეზოშიც ვიყურები, რაც ძალიან მომწონს.
 

თამარას ხედი ნამაიდან

მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ, საიდანაც პირდაპირ ჩანს მთაწმინდა, ისინი ჩემში ძალიან თბილ მოგონებებს აღძრავს. საქართველოში დავიბადე და ბავშვობის გარკვეული წლებიც აქ გავატარე, ამიტომ ეს ხედი განსაკუთრებით კარგად მაგრძნობინებს თავს.

თამარას ოჯახი


ამ მომენტში ნამაიში პატარა ოჯახით ვცხოვრობ — მე და ჩემი მეუღლე. ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ და ევროპაში ცხოვრობენ, ამიტომ აქ ძირითადად ჩემი საქმეებითა და ინტერესებით ვარ დაკავებული  და დროს თავისუფლად, ჩემს მეუღლესთან ერთად ვატარებ.

ნამაი ავირჩიე იმიტომ, რომ...

გამიმართლა და საშუალება მომეცა დასაწყისიდანვე მენახა ნამაი ვაკეს მშენებლობის პროცესი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მშენებლობის ხარისხმა და მიდგომებმა, რასაც ნამაი ახორციელებდა. ეს იყო სწორედ ის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ნამაი სხვა დეველოპერულ კომპანიებს ვარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, ნამაიმ საკუთარი ხარისხით ჩემზე, როგორც სახლის მაძიებელ მაცხოვრებელზე, დიდი ზეგავლენა იქონია. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ აქ ის სიმშვიდე დამხვდებოდა, რომელსაც ცხოვრების ამ ეტაპზე ვეძებდი.

სახლს სახლი ჰქვია მაშინ, როდესაც...

მის შექმნაში საკუთარი წვლილი შეგაქვს და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებ. ჩემი ბინის მოწყობას ბევრი დრო დავუთმე. ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თითოეული კუთხე, სამზარეულო, მისაღები ოთახი.. დღეს რასაც ვუყურებ, ძალიან კმაყოფილი ვარ. მე და ჩემს მეუღლეს ბევრ ქვეყანაში გვიცხოვრია და ყველაზე მეტად ნამდვილი სახლის შეგრძნებას ნამაი გვიტოვებს.


                  

     

მშვიდი ცხოვრებისთვის მჭირდება...

სუფთა ჰაერი, რაც ნამაიში ნამდვილად გვაქვს და სასიამოვნო მეზობლები.

ჩვენი სამეზობლო...


რამდენიმე თვე ქვეყნიდან გასული ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ მათი კარგად გაცნობა ჯერ ვერ მოვასწარი, უკვე ვხედავ, როგორ მშვენიერ და სასიამოვნო კომუნას ეყრება საფუძველი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ეზოში მოთამაშე უამრავ ბავშვს ვხედავ.

თამარა, ბუნება და ნამაი


როდესაც სახლს ვეძებდი, ბუნებასთან სიახლოვე ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. მე მიყვარს თბილისი, მაგრამ ასევე მიყვარს ბუნება, სიმშვიდე, სიჩუმე და სუფთა ჰაერზე ყოფნა, ამ ყველაფერს კი ნამაი ვაკე საკუთარ მაცხოვრებლებს ნამდვილად აძლევს. მიყვარს, რომ ჩემს აივანზე ქალაქს ვუყურებ, მაგრამ დილით თუ ღამით ჩიტების ჭიკჭიკი მაინც მესმის.

დღესდღეობით, ბინა უნდა შეირჩეს შემდეგი პუნქტებით:

ადვილად მისასვლელი ლოკაცია, როგორც უკვე ვახსენე — მშენებლობის ხარისხი და სტანდარტები, რომელიც ითვალისწინებს გარემოს დაცვას.

3 რამ, რაც ნამაიში, როგორც მაცხოვრებელს, ყველაზე მეტად მომწონს:

ჩემ შემთხვევაში ისინი ოთხია:

სპორტ დარბაზი, ეზო, ძალიან კარგი საპარკინგე სივრცე და რა თქმა უნდა, ჩემი აივანი, ჩემი მთავარი ნამაი სწორედ ისაა.

 ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე




 

დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება