ისუნთქე სუფთა ჰაერი ბინაში - ნამაი ვაკე
საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას რას მიანიჭებდი?
თუ დღევანდელ გლობალურ პრობლემას გავითვალისწინებთ, ალბათ, შედარებით სუფთა ჰაერზე ცხოვრებას.
მაშინ კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, ოთახებს რამდენად ხშირად ანიავებ?
შეძლებისდაგვარად ხშირად? მაგრამ, გარეთ თუ ზამთარია, ქარია ან წვიმა, შენ კი თბილად ზიხარ, მაშინაც? ჰო, ასეთ დროს შესაძლოა ვერ აღიქვა, რომ ხშირად თბილ და მყუდრო სახლებში ჰაერი უფრო მეტად დაბინძურებულია, ვიდრე გარეთ, რადგან ჰერმეტულ კარ-ფანჯრებში ჰაერი არ მოძრაობს, ჩვენ, ადამიანები კი, ვსხედვართ და ამასობაში საკუთარ ამონასუნთქს, ნახშიროჟანგს ვსუნთქავთ.
მართლაც, ჰერმეტული კარ-ფანჯარა კომფორტულია, მისი გატეხვა რთულია, თბოდანაკარგი ფაქტობრივად არ გაქვს, ხმაური არ შემოდის, მაგრამ მასში ჰაერი
არ მოძრაობს.
ნამაი ვაკე, როგორც B კლასის ენერგოეფექტური ნაგებობა, ანუ თბილისის საუკეთესო ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი, თერმულად დაცული კედლების, სახურავების, მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრების, იატაკქვეშა გათბობისა თუ გაგრილების სისტემის და მზის ელექტრო სადგურის გარდა, ბინების შიდა განიავებაზეც ზრუნავს.
შეიძლება ითქვას, რომ ნამაი ვაკეს ორი სახე აქვს, ერთი ქალაქს გადმოჰყურებს, მეორე კი — ხეობაშია მოქცეული, რაც კომპლექსში განსხვავებულ კლიმატს განაპირობებს. შესაბამისად, ასეთი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, აქ ჰაერი მართლაც ბევრია, თუმცა ჭეშმარიტად ჯანსაღი გარემო ჩვენთვის ნიშნავს — მაცხოვრებლებს სუფთა ჰაერი სახლშიც ჰქონდეთ.
სწორედ ამ საქმეს ემსახურება რეკუპერატორი, რომელიც ნამაი ვაკეს ყველა ბინის თითოეულ ოთახში არის დამონტაჟებული. მარტივად რომ ვთქვათ, ამ მოწყობილობას ნახშიროჟანგი, ანუ, შენ მიერ ამონასუნთქი ჰაერი ბინიდან გააქვს და მის მაგივრად სახლში სუფთა, ტენიანი ჰაერი შემოაქვს.
“ნამაი ვაკე განსაკუთრებულად მაღალი კლასის ენერგოეფექტური შენობაა. ფანჯრებიცა და კედლებიც ჰერმეტულია, რის გამოც აუცილებელია ბინის კარგი განიავება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ყველა ოთახში ჰაერის კერამიკული რეკუპერატორები დაგვემონტაჟებინა.
ის შექმნილია ისე, რომ ჰაერს ელექტროენერგიის გამოყენების გარეშე ათბობს და მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 90%-ს აღწევს.რეკუპერატორი მონტაჟდება კედელზე და ის დისტანციური პულტით იმართება”.
დარიუს აპანავიჩუს
ნამაი ვაკეს საინჟინრო პროექტების მენეჯერი
ბინაში ჰაერის გასუფთავება სხვა უპირატესობებსაც ფლობს, რაზეც შესაძლოა აქამდე არ დაფიქრებულხარ, მაგალითად გიცავს ალერგენებისგან. მართლაც, ყველაზე გავრცელებული ალერგენები ჰაერში ტრიალებს. მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, არასტაბილური ორგანული ნაერთები, რომლებიც ხალიჩის, ავეჯის ან სხვა სამშენებლო მასალებში შედის, მცენარეთა მტვერი, საწმენდი საშუალებების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები.. ეს ყველაფერი ჩვენს სახლებშია და ისინი უარყოფითად მოქმედებენ შიდა ჰაერის ხარისხზე ჩვენ კი, ხშირად ალერგიის მიზეზებს გარეთ ვეძებთ.
ბუნებრივია, რომ რეკუპერატორს დაბინძურებულ ჰაერთან ერთად ყველაფერი ეს სახლებიდან გააქვს. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ასთმა ან სხვა რესპირატორული დაავადება აწუხებს.
ამას გარდა, რეკუპერატორი ჰაერის გაწმენდასთან ერთად, ჰაერის ტენიანობასაც აკონტროლებს. როგორც წესი, გარე ჰაერს უფრო დაბალი ტენიანობა აქვს, ვიდრე შიდას, რეკუპერატორის საშუალებით კი, ჰაერის მუდმივ ცვლილებასთან ერთად ბინაში ტენიანობაც თავისთავად კონტროლდება.
მთავარი კი ის არის, რომ ბინაში რეკუპერატორის არსებობა შენს ჯანმრთელობაზე გრძელვადიანად ზრუნავს და თავიდან გაცილებს ისეთ საფრთხეებს, რაც თვალისთვის უხილავია.
ასე რომ, თუ რეკუპერატორის შესახებ აქამდეც გსმენია, ამიერიდან გეცოდინება, რომ ის ჩვენს ყველა ბინაში დაგხვდება, ხოლო თუ ამ საკითხზე არასდროს გიფიქრია, გამოაღე ფანჯრები, ხშირად გაანიავე სახლი ან გადმოდი ჩვენთან, სუფთა ჰაერზე.