იცით თუ არა რა არის CLT?
რა არის CLT?
CLT არის ხის პანელი, რომელიც დამზადებულია ერთმანეთთან შეკრული მყარი ხის ფენებისგან. პანელები მზადდება, როგორც წესი, წიწვოვანი, გამხმარი ხის ჯიშებისგან.ისინი შედგება მრავალშრიანი ხის დაფებისგან - ჩვეულებრივ სამი, ხუთი ან შვიდი შრისგან. წვეტიანი შენაერთები და სტრუქტურული წებო აერთიანებს მათ ერთ ხისტ სტრუქტურაში, რომელსაც აქვს შესანიშნავი ფიზიკურ-მექანიკური და თბოსაიზოლაციო თვისებები.
რამდენი ხანია გამოიყენება ეს ტექნოლოგია?
1990-იანი წლების დასაწყისში ავსტრიასა და გერმანიაში დაინერგა ხის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ცნობილია როგორც ჯვარედინად ლამინირებული ხე (cross laminated timber) (CLT). 2000-იანი წლების დასაწყისში, CLT-ს მშენებლობათა რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა. ამჟამად მსოფლიოში ასობით შენობაა აშენებული ამ მასალის გამოყენებით.
პირველი კითხვა, რომელიც ყველას უჩნდება : რამდენად ცეცხლგამძლეა ეს მასალა?
CLT არ იწვის, ნახშირდება ძალიან ნელა და პროგნოზირებადი სიჩქარით, ასე რომ მისი მზიდი თვისებები დიდხანს შენარჩუნდება. მყარი ხის ელემენტების სიძლიერე, თვითჩაქრობის უნართან ერთად, შესაძლებელს ხდის ხის გამოყენებას მშენებლობაში ბევრად უფრო აქტიურად, ვიდრე ეს ადრე იყო წარმოსადგენი.ევროპაში ჩატარებულ ხანძარსაწინააღმდეგო ტესტებში clt-ს ხანძარ მედეგობა აღემატება ფოლადისა და ბეტონის გამძლეობას.
- ცეცხლგამძლეობის ტესტი
როგორ უძლებს CLT მიწისძვრას?
ხის ბუნებრივი ელასტიურობა, სიმტკიცე და მსუბუქი წონა მას უპირატესობას ანიჭებს მიწისძვრის დროს. CLT-ს წონა ექვსჯერ ნაკლებია ბეტონის წონაზე. სეისმური თვალსაზრისით, მიწისძვრის სიძლიერე, რომელსაც შენობამ უნდა გაუძლოს, პირდაპირპროპორციულია შენობის წონისა. კვლევამ და ტესტირებამ ნათლად აჩვენა, რომ მყარი ხის და CLT კონსტრუქციები შეიძლება აკმაყოფილებდეს ყველაზე მკაცრ სეისმური დიზაინის მოთხოვნებს. - სეისმური ტესტი
CLT (CLT VS ბეტონის/ფოლადის) უპირატესობა
CLT, ქვისა და ბეტონის მსგავსად, მძიმე სამშენებლო სისტემაა.
CLT-ის დადებითი მხარეები:
-ეკოლოგიურად სუფთა მასალა.
-მშენებლობის სიჩქარე.
-ცეცხლგამძლე.
-მსუბუქი კონსტრუქცია (ექვსჯერ ნაკლები ვიდრე ფოლადი ან ბეტონი)
-სეისმომედეგობა - CLT პანელები უძლებენ 9 მაგნიტუდის მიწისძვრას
-CLT პანელები უზრუნველყოფს ჯანსაღ შიდა კლიმატს.
-მრავალსართულიანი შენობების აშენების შესაძლებლობა.
-სამშენებლო პროცესში ნამსხვრევებისა და ნარჩენების მინიმალური რაოდენობა
-თბოტევადობა და თბოგამტარობა სამჯერ მეტია, ვიდრე ბეტონისა და აგურისგან
დამზადებული სახლებში. CLT პანელებისგან შენობები ასევე შეიძლება აშენდეს შორეულ ჩრდილოეთში.
-ხმაურის შთანთქმის მაღალი დონე.
-კედლები მესამედით უფრო თხელია ვიდრე ბეტონისა და ხისგან. ეს ზრდის ინტერიერის ფართობს.
მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი უპირატესობებისა უნდა აღვნიშმნოთ რამდენიმე ფაქტი:
- ტექნოლოგია ახალია. დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გაძლებს CLT პანელებისგან აშენებული სახლები, თუმცა პროგნოზებით და ექსპერტების ვარაუდებით ეს მასალა მინიმუმ 60 წელს გაძლებს.
- მასალის ფასი, ტრადიციული ბეტონის კონსტრუქციებთან შედარებით, მაღალია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ( სამ საძინებლიანი სახლის აშენებას ჭირდება მხოლოდ რვა დღე ) საბოლოოდ სხვაობა არც თუ ისე დიდია.
და ბოლოს, ცივ კლიმატში CLT პანელებისგან დამზადებული კედლები საჭიროებს დამატებით თბოიზოლაციას. თუმცა, ჩრდილოეთ რეგიონებში, ეს მოთხოვნა ასევე ვრცელდება სხვა სამშენებლო მასალებზე, არ არის აუცილებელი იმის თქმა, რომ ეს არის ექსკლუზიურად CLT-ის უარყოფითი მხარე.
გთხოვთ შეავსოთ ჩვენი კითხვარი : იცხოვრებდით თუ არა CLT-ით აშენებულ სახლში ?