მითები და სიმართლე იატაკქვეშა გათბობის შესახებ
დაკვირვებიხარ ადამიანები, რამდენად მარტივად ვეჩვევით ნებისმიერ მოვლენასა თუ გარემოებას? მათ შორის კომფორტსაც. სიახლეები და ინოვაციური ტექნოლოგიებიც კი, მალევე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და მის გარეშე ცხოვრება არ წარმოგვიდგენია.
ამავე პრინციპით თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალში იატაკქვეშა გათბობაც ისეთივე საბაზისო კომფორტი გახდება, როგორიც ჩვენთვის დღეს ბევრი სხვა რამ.
აქ თქვენ გაგვაჩერებთ და გვეტყვით, კი მაგრამ, იატაქვეშა გათბობა რომ ჯანმრთელობისთვის მავნეა? თუ გაფუჭდა, იატაკის აყრა რომ მომიწევს? სახლიდან გასულს ფეხებზე რომ შემცივდება? მოდით, სანამ ეს ყველაფერი გაგეფიქრებათ, ჩვენ იატაკქვეშა გათბობის შესახებ სიმართლეს გიამბობთ და საზოგადოებაში გამეფებულ მითებსაც დავამსხვრევთ.
მაშ ასე,
მითი #1
ერთი დეატლი თუ გაფუჭდა, იატაკი ასაყრელი გამიხდება
ალბათ, ეს მითი თქვენც ხშირად მოგისმენიათ და მომენტალურად გადაგიფიქრებიათ იატაკქვეშ გათბობის დაყენება.
რეალურად, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ხშირად ასეთი მითები მსგავსი სისტემების დაბალი ხარისხით არის გამოწვეული. ნამაი ვაკეში დამონტაჟებულია კომპანია HERZ-ის - მილები, რომელთა გარანტია 50 წელია, ხოლო ქვაბები ეკუთვნის კომპანია Buderus-ს . ორივე კომპანია ორიენტირებულია ხარისხიანი მასალის წარმოებაზე და ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით სანდო რეპუტაციითაც სარგებლობენ. ასეთი ტიპის წარმოებული სისტემა თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ რაიმე თავისით გაფუჭდება, რადგან მილები ერთმანეთთან ტექნიკურად გადაბმული არ არის. ისეთი ნაწილები კი, რომლებსაც მექანიკური ჩარევა შეიძლება დასჭირდეს, იატაკქვეშ არ მონტაჟდება, ყველაფერი იატაკს ზემოთაა.
აქვე იატაკქვეშა გათბობის ცენტრალიზებული სისტემის უსაფრთხოებაზეც გიამბობთ. ჩვენი კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ქვაბების კასკადი, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს მთელი კომპლექსისთვის და დაყოფილია სამ ბლოკად: A, B და C&D. ეს ბლოკები ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად გამოიმუშავებენ თბოენერგიას და ცალცალკეც იმართებიან.
რა შეიძლება მოხდეს თუ ერთი ქვაბი გაფუჭდა? იმუშავებს სხვა დანარჩენი იმ ერთის გამოკლებით. ქვაბების კასკადი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ყველა ბლოკი ერთდროულად მწყობრიდან არ გამოვიდეს და სითბო და ცხელი წყალი კომპლექსს ყოველთვის მიეწოდებოდეს. ასე, რომ თბილი იატაკის გაფუჭება უკანასკნელი რამაა, რაზეც უნდა იფიქრო.
მითი #2
იატაკქვეშა გათბობა ინოვაციური ტექნოლოგიაა და "ბევრს დაწერს"
სახლის მოწყობისას, ფინანსური მხარე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, ამიტომ თბილი იატაკისა და მაღალი ტარიფების შესახებ მითს ფესვები ღრმად აქვს გადგმული.
სიმართლე კი ის არის, რომ იატაკქვეშა გათბობა მოხმარების თვალსაზრისით გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე რადიატორები. მსგავსი ტიპის გათბობის სისტემა სასურველი ტემპერატურის მისაღწევად ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, რაც თავისთავად, პირდაპირპროპორციულად აისახება გაზის ტარიფზეც. ამას ემატება სისტემის ავტომატურობაც — როგორც კი თერმოსტატი სასურველ, მითითებულ გრადუსს აღწევს, ის წყვეტს ენერგიის აღრიცხვას. მაგალითად, თუ ოთახს მზე მოადგება და ჩვენთვის სასურველ ტემპერატურას იატაკქვეშა გათბობის გარეშეც მივიღებთ, სისტემა დროებით გაითიშება, ან გრადუსს თავისით შეამცირებს.
უკეთ წარმოსადგენად, ჩვენ დავთვალეთ 100 კვადრატული მეტრი ბინისთვის იატაკქვეშა გათბობის მიახლოებითი ხარჯი. ტარიფი ჯერ გამოვთვალეთ ხუთ თვეზე, რადგან სწორედ ხუთი თვის განმავლობაში გვაქვს სახლში გათბობა ჩართული და შემდეგ, მიღებული მონაცემიდან თვიური ხარჯიც გამოვიყვანეთ.
* მაგალითი მოყვანილია ნამაი ვაკეს ენერგოეფექტურობის, ჰერმეტულობის და იატაკქვეშა გათბობის სისტემის გათვალისწინებით
მითი #3
სახლში ტემპერატურას ვერ გააკონტროლებ
ბინაში სითბოს რაოდენობა აბსოლუტურად მართვადია. კომპლექსის თითოეულ ბინაში დამონტაჟებულია თერმოსტატები და მაცხოვრებელი თავად აკონტროლებს, რამდენი გრადუსი დააყენოს სახლში. მეტიც, შესაძლებელია, სხვადასხვა ოთახშიც კი ერთმანეთისგან განსხვავებული ტემპერატურა იყოს.
თუმცა, როგორც ვახსენეთ, იმისთვის, რომ ენერგია ზედმეტად არ დაიხარჯოს, იატაკქვეშა გათბობის სისტემის გონი გარკვეულწილად მაინც ავტომატურია. როდესაც გარეთ ტემპერატურა დაბალია — სისტემა მეტ სითბოს გამოიმუშავებს, თუ გარეთ შედარებით ცხელა — იატაკის ტემპერატურა შემცირებას იწყებს.
ასეთი პრინციპი ძალიან პრაქტიკულია გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ცვალებადია. ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებასთან ჩვენი შენობის ენერგოეფექტურობაც სასურველია აღვნიშნოთ. მაშინაც კი, თუ გათბობას გავთიშავთ, ბინაში თბოდანაკარგი მინიმალური იქნება. ენერგოეფექტურ შენობაში ტემპერატურის საგრძნობლად დაცემას 2-3 დღე მაინც სჭირდება, რაც გარდამავალ სეზონებზე შეგვიძლია ჩვენდა სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
მითი #4
იატაკქვეშა გათბობას ძვირადღირებული პარკეტი სჭირდება
ეს გასროლილი ფრაზაც არ შეესაბამება სიმართლეს. იატაკქვეშა გათბობის დაყენება ნებისმიერი ტიპის იატაკზე შეიძლება, იქნება ეს: პარკეტი, ხალიჩა, ქვა თუ ფილა. არც მასალის ფასს აქვს არსებითი მნიშვნელობა, ასეთი ტიპის გათბობა დაბალ ფასიან მასალასაც ერგება, მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ხელოსანმა იატაკი სწორად დააგოს, ან ზედაპირს არ ჰქონდეს ისეთი იზოლაცია, რომელიც სითბოს შეაკავებს და ზემოთ არ ამოუშვებს.
მითი #5
იატაკქვეშა გათბობა მავნებელია ჯანმრთელობისთვის
სიმართლე კი სრულიად საპირისპიროა. ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომაც იატაკქვეშა გათბობა სახლში უნდა დავაყენოთ არის ის, რომ იგი ადამიანს თავს კარგად აგრძნობინებს.
თუ აქამდე არ იცოდით, იმისთვის, რომ ადამიანი ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობს, როდესაც ფეხები თბილად აქვს, თავი კი გრილად. და არა, თბილი იატაკი თქვენს ვენებს არაფერს დაუშავებს.
მითი #6
იატაკქვეშა გათბობა წარმოქმნის ბევრ მტვერს
იატაკქვეშაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ რადიატორები მართლაც ბევრ მტვერს წარმოქმნის.
ნებისმიერი სხვა გამათბობელი ჰაერს ოთახში წრიულად ატრიალებს, რაც მტვერის წარმოქმნის რეალური მიზეზია. რაც შეეხება თბილ იატაკს, ის ინერტული სისტემაა, რომელიც არანაირ ნაკადს არ წარმოქმნის, შესაბამისად ვერც ჰაერს ამოძრავებს. იატაკიდან ამოდის მხოლოდ და მხოლოდ სითბო.
მითი #7
იატაკქვეშა გათბობა ჰაერს აშრობს
რაც უფრო მაღალია გათბობის გრადუსი, მით უფრო აშრობს იგი ჰაერს.
იატაკქვეშა გათბობის მაქსიმალური ტემპერატურა 43 გრადუსია, მაშინ როცა რადიატორს შეგვიძლია 70 გრადუსამდეც კი ავუწიოთ. თქვენ თვითონ გვითხარით, რომელი უფრო მეტად გამოაშრობს ჰაერს?
მითი #8
სახლში ფეხები სითბოს რომ ეჩვევიან, გარეთ გასვლისას შეიძლება გაცივდე
ეს მითი იმასაც მოიცავს, რომ იატაკქვეშა გათბობა განსაკუთრებით საზიანო ქალებისა და ბავშვებისთვისაა. რა თქმა უნდა, თუ ქალები და ბავშვები ქუჩაში ფეხსაცმლის გარეშე დადიან.
აქ ისიც უნდა გაგვახსენდეს, რომ იატაკის ტემპერატურა არასდროს აღემატება ჩვენს შინაგანს, შესაბამისად, თუ სეზონის შესაბამის ფეხსაცმელს ჩავიცვამთ, გაციება არ გვემუქრება.
მოკლედ, თუ რაიმე მითი გამოგვრჩა, შეგიძლია მოგვწერო და მასაც გაგიქარწყლებთ, ხოლო თუ შევძელით და ამ მითების არაავთენტურობაში დაგარწმუნეთ, უკვე წარმოიდგინე შენი ბინა რადიატორების, ფეხები კი ფეხსაცმლის გარეშე. ბოლობოლო, თბილ იატაკზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა კომფორტი?!